Saturday, July 5, 2014

სწორი განსაზღვრება?

     ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არც თუ ისე დიდი ხანია დამკვიდრდა ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს ენაში არსებულ ტერმინთა შორის მიჩნეულია ყველაზე მართებულად. აქამდე გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები როგორებიცაა: ინვალიდი, უნარშეზღუდული.
რა თქმა უნდა ზემოდ აღნიშნული განსაზღვრებები აბსოლუტურად მიუღებელია. მათი გამოყენებით ხომ პირდაპირ ვახდენთ შშმ პირთა დისკრიმინაციას, რადგან ინვალიდი პირდაპირი თარგმანით ნიშნავს გაუქმებულს და უნარშეზღუდული ყურადღებას ამახვილებს შეზღუდვაზე და არა მის მატარებელ პიროვნებაზე.
     მაგრამ განა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეიძლება ჩაითვალოს სწორ და ამომწურავ განსაზღვრებად? ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა და სხვა მოსაზრებები არსებობს. ერთი ჯგუფი მას აღიარებს, როგორც ყველაზე სწორს. ამ განსაზღვრებას, ხომ თავად შშმ პირთა უფლებების კონვენციაც ემხრობა. მეორე მხრივ კი მას კატეგორიულად უარყოფენ, იმის გამო, რომ ამ ტერმინის სწორი გააზრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მას ვიგებთ ალეგორიულად, გადატანითი მნიშვნელობით. ანუ როდესაც ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა განპირობებულია საჭირო გარემოს არარსებობით და ნიშნავს იმას, რომ adamians shezguduli aqvs sazogadoebashi srulfasovani integraciis shesadzlebloba. ოღონდ, ამგვარ გააზრებას შეძლებენ მხოლოდ საქმეში ჩახედული ადამიანები, უმრავლესობა კი ამ განსაზღვრებას მიიღებს მისი პირდაპირი
მნიშვნელობით.
ახლა კი შევხედოთ, თუ სანამდე მივყავართ ასეთ პირდაპირ გააზრებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს ხომ მთელი კაცობრიობაა. განა არსებობს ვინმე, ვისი შესაძლებლობა ასე თუ ისე არ იქნებოდა შეზღუდული? ზოგს სიმღერა არ შეუძლია, ზოგს მთვარეზე გაფრენა...
არა სწორია დღეს ასე ხშირად სალოზუნგოდ გამოყენებული ფრაზა „შესაძლებლობები შეუზღუდავია.“ მაშინ ჩვენ ადამიანს ღმერთის დონეზე ვაყენებთ. თანაც როდესაც ვიძახით შშმ პირთა საპირისპიროდ შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე პირი, ეს შეიძლება გაგებულიქნას, როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე პირი, რაც უკვე სრული უაზრობაა.
მაგრამ მაშინ, თუ ამ განსაზღვრებასაც ვუარყოფთ, განა რა დაგვრჩება? ისევ გადავიდეთ „ინვალიდის“ და „უნარშეზღუდულის“ გამოყენებაზე? რა თქმა უნდა არა. უნდა მოიძებნოს ისეთი ნიშანთვისება, რომელიც მხოლოდ ამ ჯგუფს ახასიათებს, რომელიც მათი ინდივიდუალური თავისებურება იქნება. ასეთი განსაზღვრება იყო შემოთავაზებული ერთერთ ტრენინგზე, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვას შეეხებოდა. კერძოდ კი დისკუსიისას ბენეფიციართა ერთერთმა ჯგუფმა შემოგვთავაზა განსაზღვრება „სპეც საჭიროებების მქონე პირი“. რაც, მათი აზრით, უფრო ასახავს ზემო აღნიშნული ჯგუფის საჭიროებასაც და სატკივარსაც. რეალურად, შშმ პირთა ინდეგრაცია რთულდება არა მათი შეზღუდული შესაძლებლობებით, არამედ მათთვის საჭირო გარემოს არ ქონით და ზუსტად ადაპტირებული გარემოს შექმნაში მდგომარეობს შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.

No comments:

Post a Comment