Saturday, July 12, 2014

საერთაშორისო სემინარი ''Challenge for You Change from You''

     მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს, მოგიყვებით ჩვენი ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციას არა მარტო ქართულ საზოგადოებასთან, არამედ დაგვაახლოვებს სხვა ქვეყნების ახალგაზრდებთანაც.
საერთაშორისო სემინარი ''Challenge for You Change from You'' ანუ ''გამოწვევა შენთვის, ცვლილება შენგან'', ჩატარდება 12 ივლისიდან 19 ივლისამდე დაბა ბაკურიანში. მონაწილეობას მიიღებენ როგორც უსინათლო და მცირემხედველი, ასევე მხედველი ახალგაზრდები საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და ბულგარეთიდან. მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენი ბლოგის მკითხველებს გავაცნობთ სემინარის მსვლელობის შესახებ ინფორმაციას. მონაწილეები თავად დაწერენ ყოველი დღის შესახებ. სემინარში მონაწილეობის მთავარი კრიტერიუმი აქტიური მოქალაქეობა და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა იყო. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის 'პროგრამა ''ახალგაზრდები მოქმედებაში _ Youth In Action'' ფარგლებში.

No comments:

Post a Comment