Tuesday, November 27, 2012

9 და 10 ნოემბერს 202-ე საჯარო სკოლის კიბეებზე გაკეთდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყვითელი ნიშნულები.

9 და 10 ნოემბერს 202-ე საჯარო სკოლის კიბეებზე გაკეთდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყვითელი ნიშნულები, რომლებიც მცირემხედველ ადამიანებს ეხმარება უკეთ აღიქვან აფეხურების დასაწყისი და დასასრული. ნიშნულები გაკეთდა ტიფლო -სპეციალისტ მარეკ იაკუბოვსკის კონსულტაციით.

პოლონური ფონდი ,,არი არის” ხელშეწყობით თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგები

.2 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პოლონური ფონდი ,,არი არის” ხელშეწყობით თბილისის #202-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა : 1) ტრენინგი სკოლის აღმზრდელებისა და ძიძებისათვის უსინათლო ბავშვთათვის თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარებაში
2) სუპერვიზია უსინათლოთა სივრცითი ორიენტაციის ინსტრუქტორებისათვის
3) ბინაურალური ჩანაწერების მომზადება და დამუშავება.
კურსებს უძღვებოდნენ პოლონელი სპეციალისტები: ალინა ტალუკდერი და ზუზა სკიბინსკა.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
საქართველოში პროექტის პარტნიორია ,,მარიანი”.
ორგანიზაციის სახელით, მადლობას ვუხდით 202-ე სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.

დღეს, 15 ოქტომბერს, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს გაიმართა საინფორმაციო კამპანია ავტომობილების მძღოლებისათვის.

დღეს, 15 ოქტომბერს, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს გაიმართა საინფორმაციო კამპანია ავტომობილების მძღოლებისათვის. კამპანიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანი”, პარტნიორი_ ვისოლი ჯგუფი. პროექტი დაფინანსებულია პოლონურ ფონდ ,,არი არის” მიერ.
ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დარიგდა ბუკლეტები ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მძღოლები, როდესაც თეთრი ჯოხით მოსიარულე უსინათლოს ხედავენ ქუჩაში, როგორ უნდა გაუჩერონ უსინათლო ადამიანს მანქანა და როგორ უნდა გაუწიონ მას დახმარება ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
კამპანიის წარმატებით ჩატარებაში უზარმაზარი წვლილი ,,მარიანის” მოხალისეებს მიუძღვით. ყოველ მათგანს უღრმეს მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებებს!
ასევე მადლობას ვუხდით ,,ვისოლი ჯგუფს”, თამარაშვილის გამზირზე მდებარე ,,ვისოლის” ავტოგასამართ სადგურს და განსაკუთრებით, ,,ვისოლის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერს რუსუდან კბილაშვილს გაწეული დახმარებისთვის.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია ფონდ ,,არი არის” მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდსა და მის პრეზიდენტს ლონგინ გრაჩიკს.
Collapse this post

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა.

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა. თეთრ ჯოხს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის იყენებენ.
ეს დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1965 წლიდან აღინიშნება.
თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანი”, ,,ვისოლი ჯგუფის” პარტნიორობითა და პოლონურ ფონდ ,,არი არის” დაფინანსებით, აწყობს საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის სლოგანია: შენ ქმნი უსაფრთხო გარემოს!
15 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან თამარაშვილის გამზირზე მდებარე ,,ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე შესული ავტომობილების მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ქუჩაში თეთრი ჯოხით მომავალ უსინათლო ადამიანს ხედავენ და როგორ უნდა დაეხმარონ უსინათლო ადამიანს მანქანაში ჩაჯდომისას. ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს უსინათლო ადამიანების დამოუკიდებლობის ხარისხი.
შემოგვიარე და იყავი აქტიური მოქალაქე!