Saturday, May 31, 2014

აუდიოწიგნები უსინათლო ბავშვებისა და მოზარდებისთვის


და კიდევ ერთი, „მარიანისფარგლებში შემუშავებული პროექტი წარმატებით დასრულდა!

 

თქვენ ალბათ გეხსომებათ, რომ ჩვენს მიერ იგეგმებოდა 20 აუდიო წიგნის ჩაწერა, რასაც წარმატებით გავუმკლავდით. პროექტზე მუშაობდნენ როგორცმარიანი, ასევე ''სამოქალაქო ''ინიციატივაც''. ეს სულაც არ იყო ასეთი მარტივი. თავდაპირველად, ჩვენ უნდა გაგვერკვია, თუ, რა წიგნების ჩაწერა იქნებოდა ყველაზე სასურველი უსინათლო ბავშვებსა და მოზარდებისთვის. ამისათვის წავედით #202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში, გავესაუბრეთ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ მათთვის სასურველი ლიტერატურის ნუსხა. შემდეგ მოეწყო შეხვედრები ექსპერტებთან, რომლებმაც გვირჩიეს, როგორი ტემბრისა თუ სტილის ხმებია საჭირო წიგნების ხარისხიანი ჩაწერისთვის. პროფესიონალური სტუდია და ოპერატორებიც შესარჩევი გვყავდა. მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე დავიწყეთ საინიციატივო ჯგუფის 6-მა წევრმა. შემდგომში, პროექტიც დავწერეთ და პოლონეთის საელჩოს შუამდგომლობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც მოვიპოვეთ. ამ ყოველივეს შემდეგ, შევარჩიეთ წამკითხველი მოხალისეები, რომლებსაც სასიამოვნო ხმის ტემბრი ექნებოდათ და, რომლებიც ნაწარმოებს არა მხატვრულად, ზედმეტი ემოციის გარეშე წაიკითხავდნენ. ამგვარი კრიტერიუმები, თავად უსინათლო მოზარდებმა შეგვამუშავებინეს. „როდესაც აუდიო წიგნს ვკითხულობ", მინდა ჩემით აღვიქმა, წარმოვიდგინო და განვიცადო, ის რაც წიგნში ხდება. მინდა ჩემით დავხატო იმ ბუნების მშვენიერება, რომელიც წიგნშია აღწერილი. ამისათვის, ჩანაწერი წამკითხველის ემოციებისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს"_ გვითხრა ერთ-ერთმა უსინათლო მოსწავლემ და სხვებიც მის აზრს იზიარებდნენ.

 

მერე კი მოხალისეებისათვის მოვაწყეთ ტრენინგი, სადაც ისინი სწავლობდნენ გამართულ მეტყველებასა და ბგერების სწორ გამოთქმას, რაც ასევე აუცილებელი იყო, წიგნების ხარისხიანად ჩასაწერად. აღსანიშნავია, რომ ზემოდ ხსენებული მოხალისეები მაკსიმალური მონდომებით მუშაობდნენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოს რადიო ‘’ივერიას’’ და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს სტუდიებში ჩავწერეთ 20 აუდიო წიგნი, ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

 

პროექტის ბოლოს, მოეწყო ჩაწერილი წიგნების პრეზენდაცია, რომელსაც დაესწრნენ პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, მათ შორის თვით ელჩი.

 

დღესდღეობით, აკტიურად მიმდინარეობს ამ აუდიო წიგნების გავრცელება მთელი საქართველოს მაშტაბით. ეროვნულ ბიბლიოეკაში, რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებში, სხვადასხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში შესაძლებელია ამ დისკებით სარგებლობა. მსურველებს შეუძლიათ გადაიწერონ ჩანაწერები. გარდა ამისა, ამ წიგნებს მოუთმენლად ელიან უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ვისთვისაც კითხვა ქართულ ენაზე სირთულეს წარმოადგენს. ამიტომაც, წიგნები აიტვირთება ეროვნული ბიბლიოთეკისა და lib.ge-ს ვებგვერდებზე. ზუსტ ბმულებს ამ ბლოგის საშუალებით მოგაწვდით.

 

პროექტის ფარგლებში ხდება ეროვნული ბიბლიოეკის ვებგვერდის ადაპტირება.

 კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ პირს, თითოეულ ორგანიზაციას, რომლები ხელს გვიწყობდნენ პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

Saturday, May 24, 2014

შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, მე სამწუხაროდ ყოველთვის მაკლდა დამოუკიდებლობა და საყოფაცხოვრებო პრაკტიკული უნარ-ჩვევები. ასე მაგალითად, წლევანდელ წლამდე არ შემეძლო ისეთი ელემენტარული ყოველდღიური საქმეების კეთება, როგორებიცაა თასმებისა და ელვა შესაკრავის შეკვრა, დამოუკიდებლად გადაადგილება და აშ.

ვითარება შეიცვალა, როდესაც თებერვალში დავიწყე სიარული ორიენტაციის კურსებზე. ჩემთვის გამოყოფილი იყო ცალკე ინსტრუკტორი, რომელთანაც ერთად ვსწავლობდი თეთრი ხელჯოხის გამოყენებას, სივრცეში ორიენტაციას, საყოფაცხოვრებო უნარჩვევებს... თავდაპირველად, ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მეჭიროს თეთრი ხელჯოხი, როგორ იკეცება და იშლება იგი. მერე დავიწყეთ უახლოესი მარშრუტების შესწავლა. ასე თვალსა და ხელს შუა შევისწავლე ის, რასაც ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი. კერძოდ კი, შევძელი ჩემი სახლიდან საკმაოდ შორეულ მანძილზე გასვლა, ყოველ შემთხვევაში როდესაც დავდივარ, ეს მანძილი შორეულად მეჩვენება. მერე ხელი უნივერსიტეტსაც მოვკიდეთ. ყველა აუდიტორიის კარზე მივაკარით ბრაილის წარწერა, რაც იმის გარკვევაში მეხმარება, თუ სად ვიმყოფები და აი, როგორც იქნა, შევძელი უნივერსიტეტშიც ვიარო ყოველგვარი დახმარების გარეშე. ასევე დღეს უკვე თავისუფლად ვასრულებ ბევრ საყოფაცხოვრებო მოვალეობას, რაც ჩემთვის ადრე სირთულეს წარმოადგენდა. მე და ჩემი ინსტრუქტორი კვლავაც ვაგრძელებთ მეცადინეობას ამ მიმართულებით.
მე მგონი, შშმ ბავშვს თავიდანვე თუ ექნება შესაძლებლობა გაიაროს ამ ტიპის კურსები, ეს მას ძალიან შეუწყობს ხელს სრულფასოვან განვითარებაში და უფრო თავდაჯერებულს გახდის მას.

პროექტი''დამოუკიდებლობა IV''

წარმატებით დასრულდა ჩვენი მორიგი პროექტი, ''დამოუკიდებლობა IV'' რომელიც მიზნად ისახავდა ქართველ უსინათლოთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ეს პროექტი რიგითობით უკვე მეოთხეა ამ ციკლში. წინა სამი პროექტი ითვალისწინებდა, იმ ინსტრუკტორთა გადამზადებას, რომლებიც მოგვიანებით ამეცადინებდნენ უსინათლო პირებს თეთრი ხელჯოხის გამოყენებასა და სხვა და სხვა პრაკტიკულ უნარჩვევებში. ინსტრუკტორთა გადამზადება ხორციელდებოდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთაც. ამ პროექტის ფარგლებში კი, უშუალოდ დავიწყეთ მუშაობა უსინათლო ბენეფიციარებთან, რამაც ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიყო. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, ვინც მოისურვა ჩვენი დახმარება და ამ პროეკტში უდიდესი ცვლილი შეიტანა. ზუსტად მათი მეშვეობით უსინათლოებმა შეძლეს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დამოუკიდებლობისაკენ.­ ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლონელ მხარდამჭერებს. კერძოდ კი, ჩვენი პროექტი განხორციელდა პოლონურ ფონდ ''არი არის'' სპეციალისტების სუპერვიზიის ქვეშ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
შემდეგ პოსტში კი მინდა შემოგთავაზოთ ერთერთი ახალგაზრდა უსინათლოს წერილი, რომელმაც გაიარა ორიენტაციის კურსები ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში და გაგიზიაროთ მისი შთაბეჭდილებები.

ბლოგი უბრუნდება სამუშაო რეჟიმს!

მოგესალმებით მეგობრებო! მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ჩვენი ბლოგი კვლავ აგრძელებს თავის ფუნქციონირებას ახალ სამუშაო რეჟიმში. ამიერიდან, ერთხელ კვირაში, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, ჩვენი ბლოგის მეშვეობით გაეცნოთ მარიანის საქმიანობას და მის ფარგლებში მიმდინარე პროეკტებს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და გვჯერა, რომ ერთად გავიკვლევთ გზას ახალი, უკეთესი მომავლისკენ!