Saturday, May 24, 2014

პროექტი''დამოუკიდებლობა IV''

წარმატებით დასრულდა ჩვენი მორიგი პროექტი, ''დამოუკიდებლობა IV'' რომელიც მიზნად ისახავდა ქართველ უსინათლოთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ეს პროექტი რიგითობით უკვე მეოთხეა ამ ციკლში. წინა სამი პროექტი ითვალისწინებდა, იმ ინსტრუკტორთა გადამზადებას, რომლებიც მოგვიანებით ამეცადინებდნენ უსინათლო პირებს თეთრი ხელჯოხის გამოყენებასა და სხვა და სხვა პრაკტიკულ უნარჩვევებში. ინსტრუკტორთა გადამზადება ხორციელდებოდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთაც. ამ პროექტის ფარგლებში კი, უშუალოდ დავიწყეთ მუშაობა უსინათლო ბენეფიციარებთან, რამაც ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიყო. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, ვინც მოისურვა ჩვენი დახმარება და ამ პროეკტში უდიდესი ცვლილი შეიტანა. ზუსტად მათი მეშვეობით უსინათლოებმა შეძლეს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დამოუკიდებლობისაკენ.­ ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლონელ მხარდამჭერებს. კერძოდ კი, ჩვენი პროექტი განხორციელდა პოლონურ ფონდ ''არი არის'' სპეციალისტების სუპერვიზიის ქვეშ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
შემდეგ პოსტში კი მინდა შემოგთავაზოთ ერთერთი ახალგაზრდა უსინათლოს წერილი, რომელმაც გაიარა ორიენტაციის კურსები ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში და გაგიზიაროთ მისი შთაბეჭდილებები.

No comments:

Post a Comment