Tuesday, November 27, 2012

დღეს, 15 ოქტომბერს, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს გაიმართა საინფორმაციო კამპანია ავტომობილების მძღოლებისათვის.

დღეს, 15 ოქტომბერს, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს გაიმართა საინფორმაციო კამპანია ავტომობილების მძღოლებისათვის. კამპანიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანი”, პარტნიორი_ ვისოლი ჯგუფი. პროექტი დაფინანსებულია პოლონურ ფონდ ,,არი არის” მიერ.
ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დარიგდა ბუკლეტები ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მძღოლები, როდესაც თეთრი ჯოხით მოსიარულე უსინათლოს ხედავენ ქუჩაში, როგორ უნდა გაუჩერონ უსინათლო ადამიანს მანქანა და როგორ უნდა გაუწიონ მას დახმარება ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
კამპანიის წარმატებით ჩატარებაში უზარმაზარი წვლილი ,,მარიანის” მოხალისეებს მიუძღვით. ყოველ მათგანს უღრმეს მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებებს!
ასევე მადლობას ვუხდით ,,ვისოლი ჯგუფს”, თამარაშვილის გამზირზე მდებარე ,,ვისოლის” ავტოგასამართ სადგურს და განსაკუთრებით, ,,ვისოლის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერს რუსუდან კბილაშვილს გაწეული დახმარებისთვის.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია ფონდ ,,არი არის” მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდსა და მის პრეზიდენტს ლონგინ გრაჩიკს.
Collapse this post

No comments:

Post a Comment