Tuesday, November 27, 2012

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა.

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა. თეთრ ჯოხს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის იყენებენ.
ეს დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1965 წლიდან აღინიშნება.
თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანი”, ,,ვისოლი ჯგუფის” პარტნიორობითა და პოლონურ ფონდ ,,არი არის” დაფინანსებით, აწყობს საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის სლოგანია: შენ ქმნი უსაფრთხო გარემოს!
15 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან თამარაშვილის გამზირზე მდებარე ,,ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე შესული ავტომობილების მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ქუჩაში თეთრი ჯოხით მომავალ უსინათლო ადამიანს ხედავენ და როგორ უნდა დაეხმარონ უსინათლო ადამიანს მანქანაში ჩაჯდომისას. ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს უსინათლო ადამიანების დამოუკიდებლობის ხარისხი.
შემოგვიარე და იყავი აქტიური მოქალაქე!

No comments:

Post a Comment